Sunday, July 10, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლე ტესტების ფორმატზე მუშაობა. ვიმუშავე ფასილიტაციის კითხვარზე. ავტვირთე დრაივზე. გავალამაზე ჩემი ბლოგის დიზაინი, რომელზეც მუშაობა ძალიან მომეწონა, რადგან საინტერესო არჩევანი იყო. დავაკოპირე ლინკები და ჩემს გვერდზე ჩავსვი.
ძალიან დავიღალე, თუმცა საინტერესო იყო, მადლობა ტრენერს!

მეშვიდე დღის რეფლექსია

ამ დღეს მოვირგე მოსწავლის როლი და ვიმუშავე მოსწავლის პრეზენტაციაზე. პროექტის ფარგლებში ერთ-ერთ ჯგუფს რასაც დავავალებდი.შემდეგ გავაგზავნე მეილზე  და ავტვირთე დრაივზე. ეს მასალა გადავიტანე მოსწავლის ნიმუშში. მერე გავაზიარე ჩემს კოლეგებთან დასაკომენტარებლად.  მე ასევე დავუწერე რამდენიმე კომენტარი თანამშრომლებს.

Saturday, July 2, 2016

მეხუთე დღის რფლექსია

  დღეს საქაღალდეში შევქმენი სხვა საქაღალდეები. გავაკეთე სასწავლო პროექტის გეგმის პრეზენტაცია  და ჯგუფის წევრებს გავუგზავნე კომენატრები მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შესახებ. ვისწავლე დრაივზე მუშაობა და ნამუშევარი გადავიტანე დრაივზე. თუმცა დროებით გაითიშა შუქი.
   დღევანდელი მუშაობით მაინც კმაყოფილი ვარ.

შეფასების დროის ჩარჩო

პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
განმავითარებელი შეფასება, ინტერაქტიული მეთოდი
KWHL,   კითხვა-პასუხი
პროექტის მსვლელობისას
განმავითარებელი,  განმსაზღვრელი, დაკვირვება
მეტაკოგნიტური სქემები, ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე, KWL, ბარათების გამოყენება, დაკვირვების ჩანაწერები
პროექტის დასრულების შემდეგ
განმსაზღვრელი, თვითშეფასება, თანატოლთა შეფასება
თვითშეფასების კითხვარი, თანატოლთა შეფასების კითხვარი

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები


   ზოგადი კითხვა
რა არის ბედნიერება?
თემატური კითხვები

·         რას ითხოვენ ადამიანები ღვთისგან?
·         თქვენ თუ გითხოვიათ უფლისთვის რაიმე?

შინაარსობრივი კითხვები
·         რა არის ლექსის ლირიკული გმირის სათხოვარი?
       რა არის ის „წმინდა ხელობა“, რომელსაც ახსებებს ვაჟა ლექსში?
       როგორ გესმით სიტყვები: „ ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა“?
       რატომ  ამბობს ლექსის ლირიკული გმირი:“მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული!“
       რას ნიშნავს  ფრაზები:“ დაჩაგრულის მცველად“ და „ცხვრადვე მამყოფე ისევა“?
       როგორ ფიქრობT ვაჟას ლექსის გმირი ძლიერი პიროვნებაა თუ სუსტი?

Friday, July 1, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი შეფასების დროის ჩარჩოს ჩათვლით. თუმცა ინტერნეტთან წვდომა გაწყდა და ამით უკმაყოფილო ვარ.

Sunday, June 26, 2016

მესამე დღის რეფლექსია

     დღეს წარმოვადგინე ბუკლეტის  პირველადი (შავი) ვერსია.   A4 ფორმატში ბუკლეტის შინაარსი ავკრიფე, მაგრამ როგორც კი ინტერნეტის გამოყენება დამჭირდა, კავშირი გაწყდა და ამით პრობლემა გაჩნდა.
       შევქმენი საკუთარი ბლოგი, ძალიან მომეწონა. მისი საშუალებით ბევრ საინტერესო მასალას განვათავსებ.